Saturday, December 15, 2018
Home > პოლიტიკური სიახლეები > უფლებადამცველი ილია ბარაბაძე: „ხომ ხედავთ, ჩვენ რამდენჯერ იარაღს მოვკიდეთ ხელი, იმდენჯერ ტერიტორიები დავკარგეთ, რუსეთს არ აწყობს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობა და ნატოს ჯარები ჩვენს საზღვრებთან-დღეს რუსეთი გვეძახის დავჯდეთ სასაუბროდ“(video)

უფლებადამცველი ილია ბარაბაძე: „ხომ ხედავთ, ჩვენ რამდენჯერ იარაღს მოვკიდეთ ხელი, იმდენჯერ ტერიტორიები დავკარგეთ, რუსეთს არ აწყობს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობა და ნატოს ჯარები ჩვენს საზღვრებთან-დღეს რუსეთი გვეძახის დავჯდეთ სასაუბროდ“(video)

უფლებადამცველი ილია ბარაბაძე-რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე ქართველებმა უნდა ვიფიქროთ, იმიტომ  რომ   ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ისეთ დიდი სახელმწიფოს, როგორიც რუსეთია ყველა ანგარიშს

უწევს.რუსეთს ანგარიშს უწვეს მსოფლიო და ჩვენც რუსეთს, როგორც ძლიერ სახელმწიფოს ანგ

არიში უნდა გავუწიოთ.რუსეთთან ურთიერობის აღდგენა უნდა დაიწყოს, უმჯობესია ეს სახელმწიფო დონეზე გადაწყდეს, თუმცა ვისაც საშუალება აქვს და აქვს კომუნიკაცია რუსეთის ხელისუფლებასთან, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს  რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში.

რუსეთთან ურთიერობის გაფუჭებაში ყველაზე მეტად საქართველო დაზარალდა, რადგანაც საქართველო  ძირითადად რუსული ბაზრით სარგებლობდა, იქ გადიოდა, ხილი, ბოსტნეული სასმელები…ამხელა ბაზარი უცბად დავკარგეთ, გარდა ამისა, რაც მთავარია, ხალხთან ურთიერთობა დავკარგეთ…საქართველოს ელჩები რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის სურვილით გზაში იხოცებოდნენ და ჩვენ ერთი ხელის მოსმით, რუსეთი მტერია და ჩამოვშორდით, ხოლო თურქეთი, ირანი და სხვა მუსულმანური ქვეყნები მოყვარეა ჩვენი თითქოს…მე არაცერთ ქვეყნასთან მტრობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, რომ რუსეთთან ურთიერთობა აღდგეს და გაძლიერდეს.

-როგორ გესახებათ რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა?

-დიალოგის საფუძველზე უნდა აღდგეს რუსეთთან ურთიერთობა, მათ სურვილი აქვთ დიალოგის, მაგრამ საქართველოს

 ხელისუფლება დიალოგზე არ მიდის.ამ დროს რუსეთი არ შეგვეხვეწება, იმიტომ რომ დიდი სახელმწიფოა და უპირატესობა აქვს. ჩვენ თითქოს,  ჩვენ ვართ და ჩვენი ნაბადი და რუსეთი არაფრად  მიგვაჩნია… ამ დროს რუსეთი არის და იქნება ჩვენზე ძლიერი..

-თუ რუსეთი არ მოდის დიალოგზე?

-მერე რამდენჯერმე უნდა შევთავაზოთ დიალოგი, ხომ ხედავთ ჩვენ რამდენჯერ იარაღს მოვკიდეთ ხელი ტერიტორიები დავკარგეთ.ირაღს კი არ უნდა მოვკიდოთ ხელი, რამედ გონებას უნდა მოვუხმოთ, გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.“

დიალოგი შეიძლება რუსეთთან, არიან ადამიანები, რომელთა სიტყვასაც ფასი აქვს,ქართველბშიც და რუსებშიც…

-რუსეთის მზაობა არის ამ კუთხით?

-მზაობა იქნება მაშინ, როცა დიალოგი დაიწყება, ჩვენ გვინდა პირდაპირ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნოს, პირადპირ ამაზე ვინ წავა, ჯერ უნდა დაველაპარაკოთ…გაირკვევა,  ის რას თმობს, შენ რას თმობ და ამ საუბარში გაირკვევა ყველაფერი და გამოიკვეთება სიახლე. ასე პირდაპირ  აფხაზეთს  და სამაჩაბლოს ვინ დააბრუნებს… ჯერ მიდი,  დაელაპარაკე, იქნებ გიბრუნებს და გიმატებს კიდევაც..

–რუსეთი წუნააღმდეგია ნატოში გაწვრიანების და როგორ მოგვარდება ეს საკითხი?

-რა თქმა უნდა რუსეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუ გვინდა, რომ თუ გვინდა, რომ კავკასიაში დარეგულირდეს ურთიერთობა, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს.უსეთს არ აწყობს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობა და ნატოს ჯარები ჩვენს საზღვრებთან.

ფაქტია, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ და გახდება ნატოს წვერი.

-მიისწრაფვის, მაგრამ გახდება თუ არა საქართველო ნატოს წვერი ღმერთმა იცის, ან როდის გახდება, მაგრამ მეორეა, დავუშვათ შევედით ნატოში, როგორ შევდივართ? რა სტატუსით? დე ფაქტოთი თუ დე იურეთი?თუ დე ფაქტოთი შევდივართ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ დაკარგულია, ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით…თუ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევდივართ ნატოში, მაშინ დაკარგულია ეს ტერიტორია..დავუშვათ მოვინდომეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატოს ჯარი დაგვეხმარა, ამ დროს რუსი სად ისვრის, საქართველოში თუ ამერიკაში? საერთოდ გავწყდებით, ეს უნდა მაგათაც…ამიტომ ომის გარშე უნდა მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება. ამერიკაც გეუბნება, რომ გამონახეთ საერთო ენა რუსეთთან, მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ საერთო ენას…ჩვენ არ გვინდა დიალოგი და აბა როგორ იქნება? რუსმა წაიღო წასაღები, შენ გინდა, რომ დაიბრუნო, გინდა არ გინდა შენ უნდა მიხვიდე სალაპარაკოდ.

-მაგრამ რუსეთი თანახმაა დიალოგზე და მოლაპარაკებაზე, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, თან რუსეთთან ჰქონდეს ნორმალური ურთერთობა?

-არიან ქვეყნები, რომლებიც რუსეთთანაც კარგად არიან და ნატოს წევრებიც არიან, ჩვენ რა გვაქვს გასაყოფი ან ნატოსთან, ან რუსეთთან?ორივესთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, ამაშია ყველაფრის ხიბლი…ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით დიპლომატიით, მაგრამ სამწუხაროდ,   წინა ხელისუფლებასაც და ახლანდელსაც დიპლომატია აკლია.ბოლო 30 წელია საერთო ენა ვერ გამოვნახეთ რუსებთან, არად, ა ჩვენს წინაპრებს საუკუნეების წინ რუსეთთან ურთიერთობა მეტ-ნაკლებად დალაგებული ჰქონდათ…

-დღეს რუსეთი გვეძახის დავჯდეთ სასაუბროდ, ჩვენ კი არ მივდივართ, ბოლოსდაბოლოს,  თავის თავთან ხომ ვერ ისაუბრებსჩვენ უნდა გვქონდეს სურვილი, რომ დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დიალოგი შედგეს.

(დეტალურად იხ. ვიდეო)

ეთერ ბალაძე

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *