Saturday, December 15, 2018
Home > პოლიტიკური სიახლეები > „ხალხის ხედვები პრიორიტეტული და განმსაზღვრელია, ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზოგადოების საშუალო ფენის ჩამოყალიბებას“

„ხალხის ხედვები პრიორიტეტული და განმსაზღვრელია, ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზოგადოების საშუალო ფენის ჩამოყალიბებას“

სახალხო მოძრაობა „მესამე გზა“,  ხანმოკლე ტაიმ-აიტის შემდეგ აქტიურ მოღვაწეობას დაუბრუნდა. პარასკევს, 29 ივნისს გამართულ პრეზენტაციაზე კავშირის ხელმძღვანელმა, ილია ბარაბაძემ მედიას კავშირის მიზნები და ამოცანები დეტალურად გააცნო. ილია ბარაბაძის განცხადებით, კავშირი მზად არის ნებისმიერ მოქალაქეს სამართლებრივი და მორალური დახმარება გაუწიოს. რაც შეეხება კავშირის მიზნებს და ამცანებს: 

რაც შეეხება  მიზნებს და ამოცანებს,  ილია ბარაბაძის თქმით, სახალხო მოძრაობა მესამე გზა”, მზადაა დაეხმაროს და თანადგომა გაუწიოს მთავრობას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების სამართლებრივ მართვაში, ქვეყანაში არსებული პრობლემებისა და დარღვევების დროულად მხილებასა და მის აღმოფხვრაში. ასევე უკანონობის და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქვეყნის სიდუხჭირიდან გამოყვანასა და საქართველოში საერთო სმართლებრივი სივრცის ჩამოყალიბებაში. 

მოძრაობის ხელმძღვანელის, ილია ბარაბაძის განცხადებით, სახალხო მოძრაობა „მესამე გზა“ ხალხის გზაა:

„ხალხის ხედვები პრიორიტეტული და განმსაზღვრელია. ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში საზოგადოების საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასსამუშაო ადგილების შექმნას, სოფლის მეორნეობის განვითარებას ტრადიციული დარგების განვითარებას როგორიცაა; ღვინის წარმოება,ჩაის, აბრეშუმის შაქრის, მეხილეობა-მებოსტნეობის განვითარება.

„მესამე გზა“, ხელს შეუწყობს ჯანდაცვას, განათლებას, მეცნიერების ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, კულტურას, სპორტის განვითარებას, ომის ვეტერანთა  ეკომიგრანტთა, დევნილთა, იპოთეკით დაზარალებულთა, უკანონოდ დაპატიმრებულთა დაცვას და სამართლიანობის აღდგენას“ –  განაცხადა ილია ბარაბაძემ. 

 

 

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *