Saturday, December 15, 2018
Home > პოლიტიკური სიახლეები >  ილია ბარაბაძე- „ხალხმა უნდა წარადგინოს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში ჩაერთვებიან“

 ილია ბარაბაძე- „ხალხმა უნდა წარადგინოს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში ჩაერთვებიან“

60-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ, ვეტერანებმა და ოპოზიციურმა სპექტრმა და ასევე მოძრაობა “მესამე გზამ” გენპროკურორის პოსტზე ვეტერანი, გია ბერძენიძე დაასახელა.

უფლებადამ ცველი ილია ბარაბაძე- სახალხო მოძრაობა “მესამე გზა” -ხალხმა უნდა წარადგინოს ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში ჩაერთვებიან.

ჩვენ არ გვინდა, რომ ქვეყანას მართავდნენ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის იქნება წამგებიანი, მოძრაობა «მესამე გზამ» შეარჩია ყველაზე მისაღები კანდიდატურა- ეს გახლავთ ვეტერანი, არასამთავრობო ორგანიზაცია «საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობის» ხელმძღვანელი გია ბერძენიძე გენპროკურორის პოსტზე, რომელსაც მხარს უჭერს 60- ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაც ა, ოპოზიციური პოლიტიკურიპარტიები და მოსახლება.

გია ბერძენიძე ხალხის რჩეული კანდიატია, მას ყველა ვეტერანი და არასამთავრობო სექტორი უჭერს მხარს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა ვერ იმართება, სახელისუფლებო ვაკუუმი ნელ-ნელა უნდა ჩაანაცვლოს პროფესიონალმა კადრებმა.

მივმართავთ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატურა გენპროკურორის პოსტზე გია ბერძენიძე მიიღოს, როგორც ღირსეული კანდიდატი“.

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *