Saturday, December 15, 2018
Home > სიახლეები > კეთილი რჩევები ხელისუფლებას

კეთილი რჩევები ხელისუფლებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას, არაერთხელ მოიმართავს ხელისუფლებისთვის ქვეყანაში არსებული პრობლემების და მისი გამოსწორების გზების შესახებ, სამწუხაროდ გამოხმაურება არ ყოფილა, ამიტომ კიდევ ერთხელ გადავწყვიტეთ მოგვემართა.

თქვენ ბრძანეთ, რომ ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს ბანკებიდან მხოლოდ ლარის გამოტანა. კარგი იქნებოდა რომ არა მხოლოდ ბანკებიდან ლარის გამოტანა კრედიტებით, არამედ აკრძალვა ყველა ოპერაციების დოლარზე, გადახდის ერთადერთი საშუალება იყოს ლარი.

ასევე, გადარიცხვები უნდა ხდებოდეს მიზნობრივად, ყველა გადარიცხულ თეთრს უნდა მოჰქონდეს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის.

უნდა მოხდეს ინდმეწარმეების და მცირე მეწარმეების განთავისუფლება, ყველა გადასახადისაგან და პირიქით, ხელი შეეწყოთ მათ ძალიან მცირეპროცენტიანი, 1-2% სესხის გაცემა, რაც წარმოშობს ქვეყანაში დოვლათს, შეამცირებს  სოციალურად დაუცველთა რიცხვს. ასევე, დაუშვებლად მიგვაჩნია, ათასი ლარის მქონე და მილიონი ლარის მქონე ერთნაირად იხდიდეს გადასახადს. ეს შეიძლება დაახლოვებით სამ შკალად გადანაწილდეს და ყველა დიდ გადამხდელს 60%-მდე აეწიოს გადასახადი, რომ ქვეყნის ბიუჯეტი შეივსოს.

არ უნდა გაიზარდოს ფასები ენერგომატარებლებზე. საწვავის ფასის მატება ზრდის ფასებს ყველაფერზე.

უნდა აიკრძალოს ყოველგვარი სათამაშო ბიზნესი დედაქალაქში და ქალაქგარეთ იქნეს გატანილი. მათ მიერ გადახდილი გადასახადები ძალიან მცირეა იმ ზარალთან რასაც ისინი აყენებენ უმუშევრად დარჩენილ, უნებისყოფო ადამიანებს.

გაცილებით მეტ დახმარებას საჭიროებს სოფელი, განსაკუთრებით მაღალმთიანი რაიონები.

ბატონო გიორგი, ჩვენი სამეცნიერო ჯგუფი წლებია მუშაობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათ გამოსწორების გზებზე. თუ მოხდება ჩვენი სამეცნიერო ჯგუფის თქვენთან შეხვედრა, წარმოგიდგენთ მთლიან პაკეტს არსებულ პრობლემების უმტკივნეულოდ გადაჭრის შესახებ.

ჩვენ გეტყვით სიმართლეს!

სამეცნიერი ჯგუფის სახელით

კავშირი „ნდობას“ თავმჯდომარე  ილია ბარაბაძე

 

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *