Saturday, December 15, 2018
Home > სიახლეები > ილია ბარაბაძე: „ხელისუფლება ინდმეწარმეების დატერორებას უნდა შეეშვას, მცირე ბიზნესი წნეხის ქვეშაა“

ილია ბარაბაძე: „ხელისუფლება ინდმეწარმეების დატერორებას უნდა შეეშვას, მცირე ბიზნესი წნეხის ქვეშაა“

უფლებადამცველი  ილია ბარაბაძე სოფლის მეურნეობის  და მცირე ბიზნესის  განვითარების შესახებ აცხადებს:

„სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი“ არ ეხმარება  ფერმერებს და  გლეხებს, თუ რაიმე  ხელშეწყობა და დასაქმება ხდება, მხოლოდ  საკუთარ  ნათესავ-ახლობლებს ასაქმებენ“.

სააგენტო „გეომედიაპრესი“ უფლებადამცველ ილია  ბა რ ა ბ აძ ე ს ესაუბრა:

-ბატონო ილია, სოფლის მეურნების ფონდი“, რომელიც ფაქტობრივად ფერმერებისა და გელეხების დასახმარებლად არის შექმნილი დღეისათვის ხელმისაწვდომი არ არის, რა არის ამის მიზეზი?

– ადამიანები, რომლებიც დღესაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობით და სურთ რაიმე გააკეთონ, მათ არავითარი ხელშეწყობა არ აქვთ…

რა უშლით ხელს? „სოფლის მეეურნების ფონდით“ ყველა იმ ადამიანებმა უნდა ისარგებლონ, ვისაც სურს სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლად  ცხოვრობენ,  ვის ეხმარებიან ამ ფონდიდან?

სამწუხაროდ, ეს ფონდი არ ეხმარება არც ფერმერებს და არც გლეხებს, თუ რაიმე  ხელშეწყობა და დასაქმება ხდება, ეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის  ვინც მათი  ნათესავი და ახლობელია…

-ვისი  ნათესავი და ახლობელი უნდა იყოს, რომ დაეხმარონ და დაასაქმონ? რა ხდება რეგიონებში გამგეობა ასაქმებს და ეხმარება?

– გეტყვით, ერთი რაიონის მაგალითზე,  თუ რა ხდება.ხონის რაიონში, არ ვიცი  კონკრეტულად ვინ  დაასაქმეს, მაგრამ თუ ადრე  ჩაის პლანტაციებით ადამიანები თავს ინახავდნენ, ახლა გავერანებულია.

-ამოძირკვეს?

ვერ ამოძირკვეს, პირიქით გაიზარდა, გატყევდა და მგლების  თავშესაფარი  გახდა.

-ეს როგორ?

მგლებს ჩაის პლანტაციებში თავშესაფარი აქვთ, მოკლა არ შეიძლება, სოფლის მეურნეობა კი არ ვითარდება უკან მიდის, ხალხი უკვე ხარს, ძროხას, თხას გარეთ ვერ უშვებს, იმიტომ, რომ მგელი  შეჭამს.

-სად ხდება ეს?

-ხონის რაიონის, სოფელ მათხოჯში.

-გამგებელი რას ამბობს, თუ პირუტყვს მგელი ჭამს, რაიმე ზომები არ შეიძლება მიიღონ?

-ზომების მიღებაზე რა მოგახსენოთ, მაშინ უნდა მოკლა მგელი, მგელის მოკვლაზე ადვილი ადამიანის მოკვლაა, კაციშვილი პასუხს არ მოგთხოვს, მგელი რომ მოკლა მთელი რიგი ნებართვებია საჭირო. ჩემს ბავშვობაში მათხოჯში ტყეში 3 ათასამდე თხა ძოვდა, ახლა აღარავის არ ჰყავს, მგლების ხროვა ჭამს.

-მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს?

-საშიშია იმათთვის, ვისაც პირუტყვი ჰყავს , რადგან მგელი ანადგურებს პირუტყვს, ამიტომ  შიშით ვეღარ ინახავენ…

-მესაქონლეობაზე  უარს  ამობობს მოსახლეობა?

-სხვა რა გზა აქვთ, ძნელია ყოველდღე სდიო პირუტყვს და მგლის  შიშით ვერ გაუშვა.

-„სოფლის მეურნების განვითარების ფონდით“ რამდენმა ოჯახმა ისარგებლა  თქვენს რაიონში, ამ შემთხვევაში ხონში?

–  არ ვიცი,  გამგეობაში ეცოდინებათ…

-ხონის გამგებელს თუ შეხვედრიხართ

-არა, გამგებლები ხელთათმანებივით იცვლებიან… მაგრამ გეტყვით იმას, რომ იგივე სოფლის გამგებლებს ადრე ფონდი ჰქონდათ და მოსახლეობას ეხმარებოდნენ, ახლა  ფონდი კი არც  ბეჭედიც არ აქვს…უნდა ჩავიდეს რაიონში და იქ შეათანხმოს ყველაფერი, არადა,  აუცილებელია  სოფლის გამგებელს ჰქონდეს ფონდი და საშალება, მან უკეთ იცის  ვის დაეხმაროს, ვინ არის მშრომელი და  ვისზე   გაანაწილოს  თანხები

–სოფლის მეურნეობას ხომ ეხმარება ხელისუფლება ტრაქტორით და სასუქებით

-იცით,  აქაც ჩაწყობებია, ყველა თავის  ახლობელ ადამიანს აძლევს, სხვებს კი ეუბნებიან მეტი არ არისო… რას იზამ? სოფლის გამგებელს არავითარი ფუნქცია არ აქვს, სიტყვის მიმტან-მომტანია სოფელსა და რაიონს შორის. 

-სოფლის მეურნეობის განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

-ჩემი აზრით,  უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის  ფონდი, რომელის სოფლის გამგებელს მისცემს ფინანსებს და  ის გაანაწილებს დანიშნულებისამებრ, ყველა სოფელში ასე უნდა იყოს, სახლის აშენება  „ სახურავიდან კი არ უნდა დაიწყონ, სოფელმა უნდა გადაწყვიტოს სოფლის საქმე, მათ იციან,  ვის რა შეუძლია,  ვინ რისი გამკეთებელია.

ამიტომ ვიღაცა უნდა  იყოს პასუხისმგებელი.სოფლის მოსახლეობა  შეშინებულია, იცით რის გამო?  სესხი რომ აიღონ   რიკები სახელმწიფოს მიერ  უნდა იყოს დაზღვეული.მაშინ ,  როცა მოსავალი არ მოვიდა, ან ფაროსანა შეესია და გაანადგურა. მოსავლის მიღების იმედით  სოფლის გლეხობამ სახლები ჩადეს ბანკებში და  რომ ვერ მიიღეს მოსავალი, სახლები   კი დაკარგეს..

-აგროსესხებით ვინ სარგებლობს?

-‘ყველას შეუძლია ალბათ აგროსესხის აღება, მაგარამ სესხს, რომ აიღებ რისკები უნდა იყოს დაზღვეული,  პროექტიც რომ გქონდეს,  დათესო და მოსავლის მოწევის დროს შემოგესია ფაროსანა, რას იზამ?

-ფაროსანასთან ხომ  მიმდინარეობს  ბრძოლა?

მთელი სამეგრელი ვალებში გადავარდა, მწვანე რაც არის ფაროსანა  ყველაფერს ჭამს.

-სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რა თანხებია საჭირო?

–აქ თანხაზე კი არაა  საუბარი, მიზნოვრივობაა მთავარი, დაფინანსება მიზნობრივად უნდა მოხდეს…ყველაფერი მიზნობრივად უნდა ჩაიდოს და უნდა იყოს დაზღვეული. სოფელში საპილოტე პროგრამა უნდა გააკეტო და თან აკონტროლო. ჩვენ ისეთ პერიოდში ვიცხოვრეთ როცა ხელისუფლება არეგულირებდა სოფლის მეურნეობაში მოსავლის მოწევის პროცესსაც, ახლა კი სხვაა, გლეხმა გარისკა, დაიწყო მოსავლის მოყვანა და  გადავარდა. ყველას ეშინია რისკების. დავუშვათ ავიღე აგროსესხი, ჩავდე ბინა, ჩავვარდი და დავკარგე ბინა,  მერე მეყოლე ვარდივით…ხვალ დაზეგ აღარავინ აღარ  გარისკავს...

-თუ მრავალწლიანი სესხია?

-სესხის დაფარვა ყოველწლიურად ხდება, თუ თანხა ვერ შეიტანე კარგავ ქონებას. ვისაც სურვილი აქვს ბიზნესის წარმოების საშუალება არ აქვს, უკვე შიშის ფაქტორიცაა, ვინც რამე დაიწყო ჩაიძირა, მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი იპოთეკით დაზარალებულია.ამიტომ რისკები უნდა იყოს დაზღვეული და თანხებიც უნდა გაიზარდოს, რადგან ძალიან ძვირია საქმის წამოწყება. გარდა ამისა,   ბანკებიც უნდა გაკონტროლდეს, ისინი  უმეტესწილად მსხვილ ბიზნესმენებს აფინანსებენ.

  მცრე და საშუალო ბიზნესმენებს  წარუმატებლობის შემთხვევაში , როცა  მოგება არ აქვთ,  ბინები კი არ წაართვას,  არამედ დაასაქმონ და იმ შემოსავლებიდან აიღონ კუთვნილი თანხები. დღეს ბანკები ადამიანებისთვის საშიშროებად იქცნენ, რადგან  500 ადამიანი  უსახლკარო დარჩა. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამაზე. 

– სოფელში მიწები დაუმუშავებელია?

-რა თქმა უნდა.

-თუ ეხმარება სოფლის მეურნეობა გლეხებს.

-კი დაეხმარენ, წინაწლებში, დახვნეს, მაგრამ  ვერ დათესეს, ფული არ ჰქონდათ.

-თქვენი აზრით 1 მილიარდი ჩაიდო სოფლის მეურნეობის განვითარებისათის?

-არ ვიცი რა ჩაიდო და რა არა, მაგრამ ეს თანხები იმ ადამიანებამდე არ მისულა, ვინც  საქმის გამკეთებელია, ვინ რა აიღო არ ვიცი, მაგრამ ვიღაცებს რომ უნდოდათ დახმარება  და ვერ მიიღეს ვიცი… ჩვენ გვაქვს  „სათემო კავშირი“ და გვინდა დავასაქმოთ ისინი, ვისაც  შრომა უნდა, დღეს აფინანსებენ იმას, ვისაც შრომა არ უნდა, ის კი ქირაობს სხვას, ყველა  გლეხს თუ ფერმერს  უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გააკეთოს საქმე, მივცეთ შეღავათები, გადასახადისგან გავათავისუფლოთ,   საქმე გააკეთოს, რომ  სოფლის მეურნეობა განვითარდეს.

-ინდმეწარმეებთან დაკავშირებით რა ხდება?

ინდმეწარმეები ძალიან დაჩაგრული არიან, მათაც გადასახადებით ახრჩობენ, თუ მაგალითად პატარა მაღაზია გაქვს ცენტრალურ ქუჩაზე,  საგადასახადოდან მოდიან და გამოწმებენ, თვალნათლივ ჩანს, რომ არ გაქვს ნახევარმილიონიანი ბრუნვა, რა  აუცილებელია სალაროში ქვითრის აღება? ხელიუფლებამ  ინდმეწარმეების დატერორებას უბდა შეეშვას. მცირე ბიზნესი წნეხის ქვეშაა. ახლახანს საგადასახადომ დააჯარიმა მაღაზიის მეპატრონე, იმის გამო, რომ მაღაზიაში სოფლიდან  ახლობლის გამოგზაცნილი არაყი აღმოუჩინა.  ასეთი მიდგომაა, საგადასახადო ზღუდავს მცირე მეწარმეებს, რა საჭიროა აქციზი იგივე სოფელიდან გამოგზავნილ ჭაჭის არაყზე ?მცირე მეწარმეებს ახრჩობენ და მსხვილ მეწარმეებს აჯეჯილებენ.

-თქვენი ხედვა როგორია?

-ხელი უნდა შვუწყოთ მცირე  ბიზნესს,  გარდა ამისა, საშულო ფენა უნდა შეიქმნას ქვეყანაში, დღეს საქართელოში არის ძალიან მდიდარი და ძალიან ღარიბები, არადა საშუალო ფენა არის ქვეყნის ხერხემალი. მდიდარი  შეიძლება იყოს რამდენიმე ათასი, ღრიბი 5 ათასი, დანარჩენი საშუალო ფენა უნდა იყოს.

-გამოსავალი რა რა არის ამ სიტუაციიდან?

-გამოსავალი ის არის თუ კაცს ვერ ეხმარები, ხელიც არ უნდა შეუშალო..

-ხელს ვინ გიშლით?

-როცა საგადასახადო სისტემა ხელს გიშლის რეალიზაციაშიეს ხელისშეშლა არ არის? გლეხმა მოსავალი მოიწიამას უნდა ჰქონდეს საშუალება  მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია. საჭიროა შეიქმნას საშემსყიდველო კომპანიები, რომელიც  გლეხებისგან შეისყიდის პროდუქციას.  სოფლის მეუნეობას დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება, ორი წელი საერთოდ არ უნდა გადაახდევინონ გლეხს თანხა, რომ განავითაროს  და მოიწიოს პროდუქცია.  ადამიანები საერთოდ მიტოვებული არიან. აკადემიკოსს გენადი უშვერიძეს აქვს  პროექტი, წვენების გადასამუშავებელი ქარხნის შესახებ,  ამ პროექტის მიხედვით წვენების ცოცხლად დამუშავება ხდება, სამწუხაროდ,  მას ეს პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ დაუფინანსა. თავიდან შეპირდნენ, მაგრამ შემდგომ უარი უთხრეს, ხელისუფლება არ არის დაინტერესებული, რომ  ხალხმა რაიმე გააკეთოს. ქართველი ადამიანი ბუნებით არის შემოქმედი, მაგრამ როცა ხელისუფლება ხელს არ უწყობს რა ქნან?  ადამიანები გარბიან საზრვარგარეთ, მალე  საქართველო ქართველებისგან  დაიცლება და ჩინელები, არაბები, ინდოელები დაეპატრონებიან ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა არ ქნას 5-10 წელიწადში ქართველები უმცირესობაში აღმოვჩნდებით.

ეთერ ბალაძე

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *