Saturday, December 15, 2018
Home > პოლიტიკური სიახლეები > „თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ქართველების გარეშე დარჩება“ – ილია ბარაბაძე

„თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ქართველების გარეშე დარჩება“ – ილია ბარაბაძე

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას დადებითად აფასებს უფლებადამცველი ილია ბარაბაძე. ის ამბობს, რომ ივანიშვილმა პრობლემების მოგვარება საკუთარი გარემოცვიდან უნდა დაიწყოს:

„ბიძინა ივანიშვილი ვფიქრობ, რომ ცოტა რთული კაცია, ვერ გათვლი რა დროს რას გააკეთებს. რასაც ხალხს დაპირდა ექვსი წლის წინ, თუ იმის ნახევარს მაინც გააკეთებს ძალიან კარგი იქნება. ჯერ-ჯერობით სხვას ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერს დრო გვაჩვენებს, მაგრამ ეს დრო ქვეყნის მოსახლეობისთვის ძალიან მძიმედ მოქმედებს, სწრაფი და ხისტი მოქმედებაა საჭირო, ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ივანიშვილმა პირველ რიგში პრობლემების მოგვარება საკუთარი გარემოცვიდან უნდა დაიწყოს, თუ გარემოცვა არ გივარგა და ხელს არ გიწყობს, ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს. მისი გარემოცვა კი არ არის დაკავებული ამ პრობლემებით, პირადი კეთილდღეობის შექმნით არიან გართული. თუ ეს განუკითხაობა არ დასრულდა, ისე ქვეყანა წინ ვერ წავა.

რაზე უნდა გაამახვილოს ხელისუფლებამ ყველაზე მეტად ყურადღება, ყველაზე დიდ პრობლემად რა გესახებათ?

„ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის სოფლის მეურნეობის აღორძინება, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. ამ საკითხზე იყო ბევრი ლაპარაკი მაგრამ რეალურად არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა. ქვეყანა ერთი მუჭა მონოპოლისტებმა აიღეს ხელში, ასე ქვეყანა არ განვითარდება. ხედავთ, ამ გაჭირვებამ დედები გაიყვანა ქვეყნიდან, მიდიან ახალგაზრდებიც, ვისაც წასვლა შეუძლია ყველა მიდის, თუ ასე გაგრძელდა ოც წელიწადში ქვეყანაში ქართველი უკვე უმცირესობაში იქნება. საქართველო ქართველების გარეშე დარჩება. ამიტომაა საჭირო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება, საწარმოების გაკეთება, რაც დასაქმების პრობლემის გადაწყვეტაში უმთავრესია. ქვეყანა პროდუქციას არ ქმნნის, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ეს არის პრობლემა, ეს არის მთავარი ყურადღება მისაქცევი.

 

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *