Saturday, December 15, 2018
Home > პოლიტიკური სიახლეები > „ამ ადამიანებმა დაამარცხეს მეოცე საუკუნის უდიდესი ბოროტება – ფაშიზმი“

„ამ ადამიანებმა დაამარცხეს მეოცე საუკუნის უდიდესი ბოროტება – ფაშიზმი“

უფლებადამცველი ილია ბარაბაძე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს:

„მინდა ჩვენს გმირებს მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წელი. ისინი მარტო ჩვენი კი არა, მსოფლიოსთვის არიან საამაყო ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს, რომ მსოფლიო უკეთესი ყოფილიყო. დღეს რომ ვცოცხლობთ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურებაა. ამ ადამიანებმა დაამარცხეს მეოცე საუკუნის უდიდესი ბოროტება – ფაშიზმი. ეს ადამიანები განსაკუთრებული ღირსების მქონე გმირები არიან და ჩვენ არასოდეს უნდა დავივიწყოთ მათი სახელები“.

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *