Saturday, December 15, 2018
Home > ვიდეოები > „ჩენ გვინდა ხელისფლებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ასე ქვეყანას და ქართველ ხალხს ცხოვრების გაგრძელება აღარ შეუძლია“

„ჩენ გვინდა ხელისფლებას მივაწვდინოთ ხმა, რომ ასე ქვეყანას და ქართველ ხალხს ცხოვრების გაგრძელება აღარ შეუძლია“

უფლებადამცველი ილია ბარაბაძე– „ადამიანის უფლებების დაცვისა და  დახმარების საერთაშორისო კავშირი „ნდობა“ თავჯდომარე.:

„ მოგეხსენებათ 30 წელია  საქართელოში  ყველა მოქალაქის  უფლებები ირღვევა, ეს ადამიანები არ იმსახურებენ განუკითხაობას, შიმშილს.

  ყველაფერი გადავიდა ფულზე, ფულში არის კაცობაც, ადამიანობაც, პატიოსნებაც და განათლებაც, სინამდვილეში ასე,  რომ   არ არის  ყველამ კარგად იცის…

მშრომელი ხალხის ინტერესები დაუცველია, ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, მომავალი არ აქვს ახალგაზრდებს და სიბერესაც ცუდი დღე ადგია… პენსიონერებს არ ჰყოფნით  პენსია, 180 ლარიდან ნახევარზე მეტი წამლებში მიდის, იქ კომუნალური გადასახადები,ათასი წვრილმანი, რომელშიც ფულია საჭირო…

ამ გაჭირვებამ ოჯახების  ნგრევაც გამოიწვია, ქალები საშოვარზე წავიდნენ, იმისათვის, რომ ოჯახი გადაარჩინონ, ფაქტიურად, 10-15 წელი რომ ადამიანი წავა ქვეყნიდან ის უკვე შენი მოქალაქე აღარ არის… რამდენი ფულიც არ უნდა გამოაგზავნონ ემიგრანტებმა , ისინი  მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეაები არიან.

  • რა შეიძლება გაკეთდეს  იმისათვის, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გამოსწორდეს?
  • პირველ რიგში,  შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნესი, სახელმწიფო დაეხმაროს მშრომელ ადამიანებს, იმისათვის,  რომ თავი და  ოჯახები გამოკვებონ…სოციალურად დაუცველს რომ ეძახიან, როგორ შიძლება დაუცველი უწოდო ადამიანს, სოციალურად შეჭირვებული მაინც  დაარქვან,  რა ქვეყანა ხარ თუ ამდენი გაუბედურებული ადამიანი გყავს… თუმცა სოციალურად დაუცველის სტატუსმა კიდევ უფრო გააზარმაცა ადამიანები, თუ დაიწყებს მუშაობას სოციალლურ შემწეობას ვერ აიღებს… ისეა თუ ასე ,  დღეშია საქართველო და ქართელები…
  •  გამოსავალს რაში ხედავთ?
  • გამოსავალი არის იმაში, რომ მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ  შიქნას ფონდი, რომელიც სოციალურად  შეჭირცებულ ადამიანებს დაეხმარება.თუ ადამიანს რაიმეს გაკეთება და შრომა უნდა, დაეხმარონ  ფინანსურად. სოფლები დაცლილია, 1500  კომლიდან 50-მდეა დარჩებილი. სოფელი ხალხს და ქვეყანას ინახავდა, ახლა კი სავალალო მგომაროეობაა. საქართველო ხომ სოფლის მეურნეობის ქვეყანაა, მაგრამ დღეს გლეხი მოსავალს ვერ ღებულობს, დახვნა, დათესა, მაგრამ ვერ აიღო მოსავალი, თუნდაც კახეთში , გლეხმა მოიყვანა ხორბალი, მაგრამ კომბაინი არ იყო, რომ აეღო მარცვლეულის მოსავალი.
  •  ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაა დამნაშავეა, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს?
  • ქვეყანა ზევიდან კი არ უნდა იმართებოდეს?არამედ ქვემოდან ზემოთ.
  • როგორ?
  • სათემო კავშირი უნდა შეიქმნას. და თემებმა უნდა მართონ, ადგილზ ერა პრობლემაა ყველამ იცის ეს. თბილისში ვინ რა იცის, რომელ სოფელში რა პრობლემა, გინდაც ხონში, ან ჩემს სოფელში… ისევ იქაურს უნდა ჰკითხო და არა თბილისიდან ჩასულს, გნებავთ პარლამენტარები იყონ, გნებათ ადგილობრივი მმართელები.ახლა სოფლებში  ბეჭდიც არ აქვთ საკრებულოში, რომ საბუთი მოგცენ, აუცილებელია რაიონში ჩახვიდე..
  •  გინდათ თქვათ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსექტივა დღეს რა არის?
  • არის, ის გზა, რა გზაზეც დღეს ხელისუფლება დგას, ამით სოფელი არ განვითარდება, სოფელს დახმარება უნდა, იმას უნდა დაეხმარო, ვისაც რაიმეს გაკეთება უნდა.კახეთში რომ ვენახები დაესეტყვათ და თანხები დაურიგა სახელმწიფომ, აიღეს კახელმა გლეხებმა და ჯიპები იყიდეს… სახელმწიფომ მიზნობრივი  დახმარებები უნდა გასცეს… თანხა უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში, მეცხოველეობაში, მეფრინველეობაში, იმ დარგში რაშიც გლეხი  გამოცდილია და სურს მუშაობა.
  •  კონკრეტულად რით უნდა დაეხმაროს გლეხს, ტექნიკით თუ თანხებით?
  • სახელმწიფო  მოსახლეობისგან ხარკის ამკრები კი არ უნდა იყოს, გასახადების აკრეფა ხარკია სხვა კი არაფერი, სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაეხმაროს ადამიანებს, რომ თავი გამოიკვებოს და ოჯახი გადაარჩინოს.თუ ნამეტი პროდუქცია ექნება გამოიტანს და ბაზარზე  გაყიდის, ამით სხვასაც შეეხიდება. დღეს სახელმწიფომ ეს ვალდებულება მოიხსნა  და  ხალხი მიატოვა. ეს დღეს კი არ მომხდარა, ასეა ბოლო 30 წელია.რამდენი პარტია მოდის ხელისუფლებაში ყველა საკუთარ ჯიბეზე ფიქრობს, ხალხისთვის არავინ არ არის…ქვეყანა გაყოფილია ორ ნაწილად, მდიდარი და უმდიდრესი, ღარიბი და უღარიბესი.საშუალო ფენა ააღარაა,  რომელიც ქვეყნისთვის ხერხემალია,  საშუალო ფენაც დ ა  ახალგაზრდებიც ქვეყნიდან გარბიან და ვადმყოფ მოხუცებს უვლიან .
  •  დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში რა უნდა გა კეთდეს, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, თქვენი არასამთვარობო ორგანიზაცია რას სთავაზობს ხელისუფლებას?
  • ჩენ გვინდა  ხელისფლებას  მივაწვდინოთ ხმა, რომ ასე ქვეყანას და ქართველ ხალხს  ცხოვრების გაგრძელება აღარ შეუძლია, უნდა შეიქმნას  სათემო ფონდი და დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც  ხელეწიფება საქმის კეთება.
  • რა ფონდზე საუბრობთ?
  • საჭიროა სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი შიქმნას, მაგალითად,  გლეხს სურს მეცხოველეობის განვითარება, ამას ხომ თანხა სჭირდება, პირუტყვის სადგომის ასაშენებლად, ტრაქტორი -მოსავლის დასათესად და  ასაღებად. ისეთი ფონდი უნდა შეიქმნას, რომ  სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის თანხა იქედან აიღოს გლეხმა. ისე კი არა, დღეს რომ პროცენტიან სესხს აძლევენ, მერე მოვიდა სეტყვა, მოსავალი განადგურდა და ის ადამიანი ვალებში ჩავარდა. ამ დროს, თუ  სეტყვა მოვა და სხვა ზარალს ნახავს მეწარმე  თუ ფერმერი. ხელისუფლებამ  ყველა რისკების გათვალისწინებთ უნდა დაეხმარონ სოფლის მეურნეობას.


წყარო: “გეომედიაპრესი”

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *