Saturday, December 15, 2018
Home > სიახლეები > ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვისა და დახმარების კავშირი „ნდობა“

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვისა და დახმარების კავშირი „ნდობა“

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვისა და დახმარების კავშირი „ნდობა“

კავშირის მიზნები და ამოცანები:

კავშირის მიზანია, რომ სრულყოფილად სრულდებოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და კანონით დაცული ინტერესები, ამ მიზნით:

პირის ეჭვმიტანილად ცნობის მომენტიდან, კავშირი სათანადო შეთანხმების შემდეგ, გაუწევს მას საადვოკატო მომსახურებას, მიიღებს მასზე დამოკიდებულ ზომებს იმისათვის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცვის უფლებების გარანტიები სრულყოფილად შესრულდეს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების და სასამართლო სტადიაზე. ასევე გაუწევს იურიდიულ კონსულტაციებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

კავშირი მიზნად ისახავს, დაცული იყოს მსჯავრდებულის კონსტიტუციური უფლებები, გაეწიოს ყოველმხრივი დახმარება, როგორც პატიმარს, ასევე ხელმოკლე გაჭირვებული პატიმრის ოჯახის წევრებს

კავშირის მიზანია ასევე, პატიმრების საქმის შესწავლაში ჩააბას პედაგოგები, ფსიქოლოგები. თუ კავშირის კომისია დაადგენს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორება შეიძლება ისე, რომ არ არის აუცილებელი შრომა-გასწორების კოლონია, აღძრავენ შუამდგომლობას პარლამენტის წინაშე, რომ ეს პატიმრები ჩაბმული იქნენ საზოგადოებრივ შრომაში კავშირის უშუალო ზედამხედველობით და პასუხისმგებლობით საქართველოს დაცარიელებულ მთიან რაიონებში. რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონების აღორძინებას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. 

კავშირი ასევე შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს კანონმდებლობაში სამართლებრივი სახელმწიფოს შესაბამის ჰუმანური ცვლილებებისა და დამატებების პროექტს.

კავშირის მიზანია აგრეთვე, მისი დახმარებით მსჯავრდებულის მიერ მიყენებული მატერიალური ზარალი იქნეს ანაზღაურებული.

კავშირს თავისი ფონდის შესაქმნელად ესაჭიროება კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული უფლებები რათა ყოველმხრივი ურთიერთობები დაამყაროს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ქალაქებთან, რათა აწარმოოს მრავალდარგოვანი, კომერციული მუშაობა თავისი პროდუქციის რეალიზაციისთვის და შეიძინოს მისთვის  საჭირო მასალა, სამშენებლო, საწარმოო, შეიძინოს ტექნიკა, პროდუქტი და ასევე აწარმოოს მისი გაცვლა. 

კავშირის მიზანია აგრეთვე მსჯავრდებულთა ნაწილი დაასაქმოს თავისი სპეციალობით, მაგალითად; მხატვრობა, ჭედური ხუროთმოძღვრება, ხის დამუშავება, ლითონის დამუშავება, თიხის დამუშავება და სხვა.

კავშირი ასევე მიიღებს ზომებს იმისათვის, რომ მთავრობამ გამოუყოს აუთვისებელი მიწები დასასახლებლად და ხელს შეუწყობს დასახლების მოწყობაში პატიმრობიდან გათავისუფლებულ პირებს და მათ ოჯახებს. 

ამ წესებით დასახული ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, კავშირი ამყარებს კონტაქტებს სამართალდამცავ და სხვა ორგანოებთანდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ცალკეულ თანამდებობის მქონე და არმქონე პირებთან.

კავშირს უფლება აქვს აწარმოოს ყველა საქმიანობა, რაც არ არის კანონმდებლობით აკრძალული. 

 

კომენტარის დატოვება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *